logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
- +

28 თებერვალი. 2016. 16:57



საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველ კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ისევე, როგორც არც ერთ დეპუტატს.


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრაზე შეეხნენ „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის მიმდინარე დაპირისპირებას. თუმცა ხუნდაძის თქმით, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება უკვე პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.


პირდაპირ მინდა გითხრათ, არ ემუქრება საფრთხე კოალიციას, ასევე, არც ერთ დეპუტატს არ ემუქრება საფრთხე და ყველა გადაწყვეტილება იქნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ხუნდაძემ.


მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა საარჩევნო სიებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის საკითხები, რომელიც საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში უახლოეს დღეებში განიხილება. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner