logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: შვიდ პარტიას შანსი აქვს, ბარიერი გადალახოს!
- +

10 ივნისი. 2016. 14:27



პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ძაბირაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ლიდერ პარტიად „ქართული ოცნება"  დარჩება და მრავალპარტიული პარლამენტი შედგება. ძაბირაძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი  გუნდის და „ნაციონალური მოძრაობის"  გარდა, 5%-ანი ბარიერის გადალახვის შანსი „თავისუფალი დემოკრატებს", „რესპუბლიკელებს", „ეროვნულ ფორუმს", „პატრიოტთა ალიანსს", ნინო ბურჯანაძის, შალვა ნათელაშვილის და პაატა ბურჭულაძის პარტიებს აქვთ.


„ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ლიდერი პარტია  „ქართული ოცნება" იქნება. არსებობს 7 პარტია „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" გარდა, რომლებსაც რეალური შანსი აქვთ, ბარიერი გადალახონ. „თავისუფალი დემოკრატები", „რესპუბლიკელები", „ფორუმი", „პატრიოტთა ალიანსი", ბურჯანაძე, ნათელაშვილი და ბურჭულაძე - ეს პარტიები ახლოს დგანან 5%-იანი ბარიერის გადალახვასთან. მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს. ყველაფერი იქნება დამოკიდებული, როგორ წარმართავენ თავიანთ საარჩევნო სტრატეგიას. პირველი რეალური ნაბიჯი გადადგა „პატრიოტთა ალიანსმა", როდესაც შექმნა საარჩევნო ბლოკი. თუ მსგავს ნაბიჯს გადადგამენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, წარმატებას მიაღწევენ",- განაცხადა ძაბირაძემ.   


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner