logo_geo
eng_logo
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში 150 ადამიანი გადამზადდა
- +

19 დეკემბერი. 2019. 01:00

 

 

2019 წლის 18 დეკემბერს, ზუგდიდის ტექნო-პარკში ანაკლიის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო კურსები ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და UშAID "ზრდა" პროექტის დაფინანსებით, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღის" ორგანიზებით ჩატარდა და შემდეგი დარგები მოიცვა:

- ინგლისური ენა (6 თვე)

- კომპიუტერული პროგრამები (5 თვე)

- სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალობა (დამლაგებელი) (3 თვე)

- სტუმრების მიღება-განთავსების სპეციალობა სასტუმროში (5 თვე)

- მეწარმეობა და ბიზნეს ადმინისტრირება (3 თვე)

პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში 150 ადგილობრივი მაცხოვრებელი უსასყიდლოდ გადამზადდა. სასწავლო კურსები ანაკლიასა და ზუგდიდში გაიმართა.

UშAID "ზრდა" პროექტი მხარდაჭერით მსგავსი ტრენინგების ჩატარება სამომავლოდ ისევ იგეგმება. მომავალი სასწავლო კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ანაკლიის პორტის) და UშAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner