logo_geo
eng_logo
“მწვანე სკოლა” 15 წლის მოზარდისგან, ზარალის ასანაზღაურებლად 300 ლარს ითხოვდა
- +

19 დეკემბერი. 2019. 01:48

 


“მწვანე სკოლა” 15 წლის ლუკა სირაძისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების სახით 300 ლარს ითხოვდა – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ განუცხადა.

 

ადვოკატის თქმით, სწორედ 300 ლარად შეაფასა სკოლამ ორი დაფა, რომელიც 10 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს დაზიანდა.

 

ადვოკატი თეონა გვაზავა ამბობს, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი მომხდარზე გამოძიების დაწყებას საერთოდ არ აპირებდა და ცდილობდა საქმე მორიგებით დასრულებულიყო, თუმცა სკოლის მენეჯერი დაჟინებით მოითხოვდა ძიების დაწყებას.

 

სკოლა იყო ყველაფრის ინიციატორი. სკოლამ დაადგინა, რომ შესაძლოა ლუკა სირაძის მიერ იყო ქმედება განხორციელებული, სკოლამ მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას იმ მოსწავლეთა შესახებ, რომლებიც ფლობდნენ და ადასტურებდნენ არასრულწლოვნის მიერ შესაძლო კედლების მოხატვის ფაქტს და სწორედ სკოლამ, მას შემდეგ, რაც კონსულტაცია მის იურისტებთან გაიარა, მარიანა ჩოლოიანს მოსთხოვა გამოძიების დაწყება, ვინაიდან, იგი გამოძიებას არ იწყებდა, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე. მას სურდა, რომ ქმედება მორიგებით დასრულებულიყო. თუმცა, გამოძიების დაწყებაში აქტიური როლი სკოლამ ითამაშა და რომ არა მათი დაჟინებული მოთხოვნა, საგამოძიებო ორგანო ცდილობდა აღნიშნული საკითხის სხვაგვარად მოგვარებას. ამის შესაძლებლობა გამოძიების დაწყების შემდეგაც ექნებოდა გამომძიებელს, თუმცა, ქალბატონი მარიანა ცდილობდა, გამოძიება საერთოდ არ დაეწყო. საერთოდ, სისხლის სამართლებრივი ღონისძიება, გამოძიების კუთხით, არ მომხდარიყო.

 

გამოძიების დაწყებას კატეგორიულად ითხოვდა სკოლის წარმომადგენელი, მენეჯერი, რომელიც მოწმის სახით გამოკითხულია, გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და მათი მოთხოვნა დააფიქსირა, რომ გარდა კედლებისა, დაზიანებული იყო 2 დაფა, რომელთა ღირებულება რამდენიმე ასეულ ლარს აღემატებოდა და კატეგორიულად მოითხოვდნენ, ანაზღაურებულიყო სირაძის ოჯახის მიერ. მათი შეფასებით, დაფები 300 ლარად იყო შეფასებული”, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი თეონა გვაზავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner