logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: ბედნიერი ვარ!
- +

10 ივნისი. 2016. 14:31



ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კმაყოფილი და ბედნიერია. ხალვაში იმედს იტოვებს, რომ უზენაესი სასამართლოც ძალაში დატოვებს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ხალვაში „ქრონიკას" ესაუბრა.

 

„სააპელაციო სასამართლომ ნამდვილად სამართლიანი განაჩენი გამოიტანა, ბედნიერი ვარ, სავარაუდოდ გაასაჩივრებენ უმაღლეს ინსტანციაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამართალი გაიმარჯვებს. ხალხს სურს, რომ იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, იხილოს სამართლიანი ინფორმაცია ტელევიზიაში, მე ხელს არ ვუშლი არავის, პირიქით ხელს ვუწყობ, ეს იქნებიან ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ, თუ ჟურნალისტები, რომლებიც შემოემატებიან, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჟურნალისტებს ხელი არ შეეშლებათ", - აცხადებს ხალვაში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner