უმძიმესი ტრაგედია მოხდა, უმძიმესი(!)
მასზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, ყველამ განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, რელიგიისა, პარტიულობისა(!)
კითხვა, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა?(!)
იმიტომ მოხდა, რომ ამისათვის დიდ ხანია მზადდებოდა ნიადაგი(!)
რა ნიადაგი?(!)
აი, ის, რომ რეფორმირების საბაბით საქართველოში განათლების სათავეში ჩაუყენეს გაუნათლებელი სუბიექტი, რომლის სახელი და გვარი იყო ბ-ნი ლომაია(!)
რომელმაც რუსთაველის საქართველოს განათლების სისტემის დასამარება დაიწყო(!)
სკოლის დირექტორობიდან განდევნეს ღირსეული ადამიანები და დირექტორების არჩევა ლოტოტრონებით დაიწყეს(!)
უვიცობამ აპოგეას მიაღწია(!)
მერე?(!)
მერე მოიყვანეს, როგორც აღმოჩნდა არამზადა, რომელიც განათლების მინისტრობიდან წასვლის შემდეგ განათლების მისაღებად წავიდა უცხოეთში(!)
იქიდან დაბრუნების შემდეგ კი მთელ მოსახლეობას სამჯერ დღეში „პრივატულ- პარტიული“ ტელევიზიიდან დედ-მამის სულს გვაგინებს(!)
შემდეგ იყო და დანიშნეს საქართველოს განათლების მინისტრად კაცი-მასხარა(!)
რომელმაც გაამართლა ქართული ანდაზა: „უსაქმო კაცისა და მახათის ამბავი“ და მთავარი ბრძოლა გამოუცხადა ქართველი ბავშვების ზღაპრების უსაყვარლეს გმირს მარჯვე კომბლეს და თავად უსაქმურმა ამ მშრომელ კაცს უსაქმურობაში დასდო ბრალი(!)
როგორც იყო ის წავიდა და ისევ რეფორმის საბაბით ახალად მოვლენილმა განათლების დარგის პირველმა კაცმა ჯერ გამოცდები მოსპო სკოლებში(!) და მერე რაც საუკეთესო იყო ამ სისტემაში ამ ხნის მანძილზე, ანუ ბავშვებმა როდესაც გამრავლების ტაბულისა და წილადების მიმატება-გამოკლების რომ დაიწყეს, სწორედ მაშინ ზოგადი უნარები გააუქმა(!)
ვინ დაგვწყევლა, არ ვიცი, ვერ გეტყვით(!)
გამოდის ვითომ ექსპერტი და ბავშვებს მიმართავს(!)
რა გინდათ სკოლებსა და გაკვეთილებზე, წადით, ისეირნეთ ქუჩებში და მუზეუმებს შეუარეთო ხანდახან(!)
კი მაგრამ, რომელ მუზეუმში წავიდეს კორმაღლელი ბავშვი - კეჭნარაზე და შუახში(!)(!)
და ასეთ აზრების გამომთქმელ სუბიექტებს გრანტებით აჯილდოებენ(!)
დილაადრიან(!)
ჩართავ საინფორმაციო საშუალებებს და მავანთა საინფორმაციო ღრუდან ისმის, მაგრამ რა ისმის?! პირველივე ნიუსებში(!)
ამან ძმა მოკლა(!)
იმან ცოლი დაჩეხა(!)
იქით კიდევ ვიღაც გააუპატიურეს(!)
წმინდა სალოცავები და ხატები წაბილწეს(!)
აგერ დეპუტატმა ვიღაცას სახეში „ქეზაფი“ (მომწავლავი ნივთიერება) შეასხა(!)
იქ დააბოქლომეს(!)
იქ კანონის დამცველებს ე.წ. მომიტინგეებმა სცემს(!)
უცხოეთში მოწანწალე გადახვეწილი ყოველ დღე საკუთარ მოწანწალე არხიდან არხეინად გვემუქრება - მალე ჯიშიან-ჯილაგიანად ამოგაგდებთო და(!)
სიყვარულისაგან დაიშრიტა ქვეყანა(!)
ბავშვი, თქვენ გგონიათ, ყოველივე ამას ვერ ხედავს?(!)
ხედავს და მერე როგორ(!)
პატარას კი არა, დიდის გული ვერ გაუძლებს ამდენ უხამსობას(!)
გაუტანლობას(!)
ფლიდობას(!)
არაკაცის კაცად გამოცხადებას(!)
დაბრალებას(!)
და მოხდა, ხდება და მოხდება ის, რაც მოხდა(!)
გავიგოთ, ხალხნო, თუ არ დავანებებინებთ თავს ამდენ ნაძირალას ამდენი საშინელებების კეთებას და ყოველ პოლიტიკურ თუ სოციალურ ხორცმეტს საკუთარ ადგილს არ მივუჩენთ(!)
საბოლოოდ გადავშენდებით(!)
ვინაიდან ყველა ჩვენგანის ფეხქვეშ მიწა იწვის, მიწა(!)
ავტორი: ედიშერ გვენეტაძე