logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: რუსეთს არ აწყობს, ქართველებმა ევროპა ნახონ
- +

10 ივნისი. 2016. 14:48


 

პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. ძაბირაძის განცხადებით, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება. ძაბირაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი მიღების საკითხთან დაკავშირებით რუსეთის გავლენა ჩანს, რადგან რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება, ქართველებმა ნახონ ევროპა.



„ვიზა-ლიბერალიზაცია საკმაოდ რთული პროცესია. მისი მიღება არ არის მხოლოდ კრიმინალებზე  დამოკიდებული. ეს უბრალოდ მიზეზად მოიტანეს, ისევე როგორც ლტოლვილთა ნაკადთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. აქ უფრო ჩანს რუსეთის გავლენა, რადგან  რეალურად ერთადერთი არის რუსეთი, ვისაც არ აწყობს, საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღოს და უკრაინის საკითხს იყენებენ, რომ პროცესი  გადაიდოს. რუსეთისთვის იქნება დიდი დარტყმა, რომ ქართველებს ლეგალურად შეეძლებათ ნახონ ევროპა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიღებთ ვიზა-ლიბერალიზაციას",- განაცხადა ძაბირაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner