დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გიგა ოთხოზორიას ოჯახს ესტუმრნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააცნეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო ოთხოზორიების 8-სულიან ოჯახს, „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, სახლს შეუძენს.
აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.