logo_geo
eng_logo
ილია მეორე: კაცობრიობა გაჭირვებაშია და ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი კარგავს იმედს
- +

19 დეკემბერი. 2019. 14:28

 

სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

 

როგორც პატრიარქმა ბრძანა, კაცობრიობა გაჭირვებაშია და ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს.

 

„გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს - ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდანთა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეეწიოს წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიის.

 

მე მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ყოფილიყოს მფარველი ჩვენი“, -  ბრძანა პატრიარქმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner