logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვებო, საყვარლებო, კარგებო, ოღონდაც, ნუ დაგვსჯით ასე!
- +

19 დეკემბერი. 2019. 14:35

 

ბავშვები სასახლის სარკეებივით არიან, ერთი პატარა კენჭის მოხვედრა უზარმაზარ ბზარს აჩენს, არადა, ყველაფერი როგორ ჩანს ამ სარკეში, მზის სხივები თუ დაეცათ, როგორ ბრჭყვიალებენ, ციმციმებენ....

 

ბავშვებო, გოგოებო და ბიჭებო, საყვარლებო, კარგებო, ჩვენო შვილებო, ნუ იქნებით ასეთი მკაცრები, დაგვინდეთ ჩვენც, თქვენი მშობლები და მათი თაობა, უფროსები, ვინც ხშირად იქნებ ვერ ვამართლებთ თქვენს იმედებს, იმიტომ რომ ალღო ვერ ავუღეთ ამ ცხოვრებას, იმიტომ რომ სამსახურებიდან გამოგვყარეს ხან იმისტებმა და ხან ამისტებმა, იმიტომ რომ ბანკებმა გამოგვხრეს და დაგვაყადაღეს, იმიტომ რომ ყველა ვერ წავედით ამ ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნელად, იმიტომ რომ ვერ გიხდით პრესტიჟული სკოლების გადასახადებს, იმიტომ რომ ვერ გიხდით დიდ დაბადების დღეებს და წვეულებებს, ნუ დაგვსჯი ასეთი სასჯელით, დაგვიძახეთ, თქვენთან ერთად ვიქნებით, არ მოგშორდებით, თქვენთან ერთად მოვხატავთ კედლებს ყვავილებით, ცხოვრება, მიუხედავად განსაცდელებისა, მაინც მშვენიერია, კარგია, ბედნიერებაა, როცა დედები და შვილები ერთად არიან! ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვებო, საყვარლებო, კარგებო, ოღონდაც, ნუ დაგვსჯით ასე! ოდესმე ამ სარკეშიც გამოვჩნდებით ერთად ყველანი და ბედნიერებით გავიღიმებთ!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner