logo_geo
eng_logo
სამეგრელოში 46 600 ღერი უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა
- +

19 დეკემბერი. 2019. 14:37

 

18 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის  მონიტორინგის  სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა,  ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 46 600 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

             

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner