15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 18:00 საათზეა დანიშნული. თუ სად გაიმართება სასამართლო პროცესი, საავადმყოფოში, სადაც მარიანა ჩოლოიანია მოთავსებული, თუ სასამართლოში, ეს ამ ეტაპზე უცნობია.
ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, საავადმყოფოში წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.