logo_geo
eng_logo
მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 18.00 საათზე იმსჯელებს
- +

19 დეკემბერი. 2019. 16:11

 

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 18:00 საათზეა დანიშნული. თუ სად გაიმართება სასამართლო პროცესი, საავადმყოფოში, სადაც მარიანა ჩოლოიანია მოთავსებული, თუ სასამართლოში, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

 

ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, საავადმყოფოში წაუყენეს.

 

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner