„ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას „რუსთავი 2"თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„2012 წელს ნაციონალებისგან წართმეული „ტვ იმედი" დაუბრუნდა მის მფლობელს, პატარკაციშვილების ოჯახს. 4 წლის შემდეგ „რუსთავი 2" უბრუნდება ქიბარ ხალვაშს. საინტერესოა, რას იზამენ ხალვაშამდელი მფლობელები - დვალი და აქიმიძე? მოითხოვენ ნეტა თუ მორიგდებიან ხალვაშთან?" - წერს გიორგი უძილაური „facebook"-ზე.