logo_geo
eng_logo
მარიანა ჩულოიანს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
- +

19 დეკემბერი. 2019. 20:53

 

ბრალდების მხარე ითხოვს დასაბუთებული, მოტივირებული შუამდგომლობით ბრალდებულ ჩულოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების როგორც ფორმალური, ასევე, ფაქტობრივი საფუძვლები“, - ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულებაში აღკვეთი ღონისძიების დაწყებამდე პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ განაცხადა.

 

მან ასევე განმარტა, რომ  დღეს, ასევე განიხილება წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის საკითხი და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, საქმეში მოიპოვება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა , რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

წინასასამართლო სხდომამდე, როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარეს სრულად ექნებათ უფლება მოიპოვონ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მათი აზრით ადასტურებენ ბრალეულობას ან ბრალდებულის უდანაშაულობას. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე სრულყოფილად იქნება რეალიზებული ადვოკატის, დაცვის მხარის უფლება , რომ თავად ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები, მოიპოვის და შემდგომ სასამართლოში გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები, რომელიც მათი აზრით, ადასტურებენ ბრალდებულის უდანაშაულობას. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ საქმეში მოიპოვება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა , რომლებიც ადასტურებენ, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 335-მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება“,- განაცხადა პროკურორმა.

 

ლევან ქუთათელაძის თქმით,  დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, მარიანა ჩულოიანისთვის წარდგენილი ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას   ითვალისიწინებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner