logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული
- +

10 ივნისი. 2016. 15:16



პარიზის მერის მოადგილე ჟან-ფრანსუა მარტენსმა „BBC"-ს განუცხადა, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, საფრანგეთში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.


მისი თქმით, პარიზში იმყოფებიან დიდი რაოდენობით პოლიციელები.



ეიფელის კოშკთან, სადაც გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა გაიხსნა, უსაფრთხოების ისეთივე ზომები იქნება უზრუნველყოფილი, როგორიც აეროპორტებში.



დღეს საღამოს პარიზის „სტად დე ფრანსის" სტადიონზე „ევრო-2016"-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.



საფრანგეთის 10 ქალაქში დაგეგმილ მატჩებს 7 მილიონამდე გულშემატკივარი დაესწრება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner