საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ნიუპოსტისთვის" მოწოდებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად ცოტნეს თავს დავით ბაჯელიძე დაესხა.
წყაროს ცნობით, ბაჯელიძესა და გამსახურდიას შორის წარსულში უთანხმოება არსებობდა. მეტიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს დავით ბაჯელიძის დაჭრას ედავებოდნან. წლების წინ გამსახურდია ამ ბრალდებით დაკავებულიც იყო.
ცნობისთვის, ვერაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით არის დაწყებული.