logo_geo
eng_logo
პროკურორი: დამახინჯებული ინფორმაციით, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ არასრულწლოვნებს
- +

20 დეკემბერი. 2019. 00:58

 

სამედიცინო დაწესებულებაში მარიანა ჩოლოიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ გამართული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ გააკეთა. პროკურორმა ხაზი გაუსვა აღნიშნული საქმის სირთულეს და საზოგადოებას მოუწოდა გაუფრთხილდნენ და დაიცვან იმ არასრულწლოვნების ინტერესები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ.

 

ცალსახაა და ორი აზრი არ არსებობს, რომ საქმე გვაქვს ისეთ გამოძიებასთან, რომელიც გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ერთი მხრივ, საქმეში გვყავს საჯარო მოხელე ან საჯარო მოხელეები, რომლებიც შესაძლოა იმხილებოდნენ და უკვე იმხილებიან სისხლის სამართლის საქმეში. ასევე, საქმე გვაქვს არასრულწლოვანთა მიმართებით, რომელთა კანონიერი ინტერესი უპირველესია ნებისმიერი პირისთვის და საზოგადოებისთვის. ხშირად სოციალურ მედიაში, ასევე, ნებისმიერ ადგილას, ხდება ისე, რომ ვრცელდება სისხლის სამართლის საქმისგან განსხვავებული ინფორმაცია, დამახინჯებული ინფორმაცია, რომლის გამოც, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ არასრულწლოვნების ინტერესს. ინტერესს, რომელიც მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად უპირველესია. ანუ ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ,  რომ გამოძიება ვაწარმოოთ სრულყოფილად და ობიექტურად და ეს არის საჯარო ინტერესი, როგორც ჩვენი, ასევე, თქვენი. მეორეს მხრივ, არასრულწლოვნების კანონიერი ინტერესი.  ჩემი თხოვნაა, საქართველოს პროკურატურის და ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თხოვნაა, რომ ეს გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით, ჟურნალისტებმა, რომ მაქსიმალურად ნაკლებად მოხდეს ე.წ. ნიუსების გავრცელების დროს, არასრულწლოვნებთან მიმართებით უშუალოდ, რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც, მათ იდენტიფიცირებას მოახდენს“ - განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურორმა განაცხადა, ბრალდების მხარემ მიიღო დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებულს სჭირდება ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება და უშუალოდ სამედიცინო დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას, პაციენტის ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე,   როდის დატოვებს ჩოლოიანი საავადმყოფოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner