logo_geo
eng_logo
„წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს“
- +

10 ივნისი. 2016. 15:17



მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა წმინდა სინოდის კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.



სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ამ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს", - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.



სავარაუდოდ, განჩინების ოქმი დღესვე გამოქვეყნდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner