logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მხოლოდ „მრეწველებს", არამედ „რესპუბლიკელებსაც"
- +

28 თებერვალი. 2016. 18:46



ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მხოლოდ „მრეწველებს", არამედ „რესპუბლიკელებსაც".


მისივე თქმით, "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომლის თარიღზეც ჯერჯერობით პრემიერი ჩამოყალიბებული არ არის.


„პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა, არამარტო "მრეწველებს", არამედ „რესპუბლიკელებსაც", რომ განცხადებების დროს დავიცვათ კორექტულობა გამომდინარე პოლიტიკური მნიშვნელობიდან და პიროვნული ურთიერთობებიდანაც", - განაცხადა ვოლსკიმ.


მისივე თქმით, კოალიციურობის თემასთან დაკავშირებით შეკითხვები არ იქნება, მაგრამ ამ საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაუბრუნდებიან.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner