logo_geo
eng_logo
„საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, ბავშვებისთვის ძალადობისა და წამების ამსახველი კადრების ჩვენება მართლა თუ მოხდა“
- +

10 ივნისი. 2016. 15:18



ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თუ რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებისთვის ძალადობისა და წამების ამსახველი კადრების ჩვენება მართლა მოხდა, ამით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.



თუ ეს მართლაც ასე მოხდა, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ. ეს არის სრული კატასტროფა. როგორ შეიძლება, ბავშვებს აყურებინო ის, რაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, თუ როგორ ეპყრობოდნენ ციხეებში ადამიანებს, როგორ უსწორდებდნენ ყავარჯნიანი კაცებით მამაკაცებს და . ეს არის სრული კატასტროფა. ვფიქრობ, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რათა მოხდეს გარკვევა, თუ ვის მიერ იქნა ეს ბავშვებისთვის ნაჩვენები", - განაცხადა კახა კალაძემ.



რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში წამების ამსახველი კადრების ჩვენების შესახებ ინფორმაცია გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner