logo_geo
eng_logo
საგარეჯოს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
- +

10 ივნისი. 2016. 15:21


 

სსსტც „„დელტას"" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 9 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან კახეთის რეგიონის დასავლეთ მიმართულებაზე, საგარეჯოს რაიონში დაფიქსირდა შემომომავალი ღრუბლის ფრონტი, რომელიც სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში გავრცელდა. 



ღრუბელში სეტყვასაშიში პროცესების დაწყების შემდეგ ნალექის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილ იქნა ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები, რის შედეგადაც ნალექის მასა მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner