logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას აზიანებს
- +

10 ივნისი. 2016. 15:22



ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს საააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას აზიანებს, მითუმეტეს, როცა საარჩევნოა წელია.



ცუდია, რომ ისმის გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები, რომ სასამართლოს მიმართ არის პოლიტიკური ზეწოლა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები. ყველას კარგად გვესმის, რომ არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკურად გაკოტრებულ ზოგიერთ პარტიას, სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას რაღაცით შეახსენოს თავი", - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, რაც შეეხება „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ეს არის დავა ქიბარ ხალვაშსა და ძმებ ყარამანაშვილებს შორის.



რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ვფიქრობ, ეს მინისტრის, ვიცე-პრემიერის, პრემიერ-მინისტრის განსასჯელი არ უნდა იყოს. სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ჩვენ გამოვედით იმ წლებიდან, როდესაც ერთ დღეს ხდებოდა დაკავება, ბრალის წაყენება, გასამართლება, გირაოთი გამოშვება, ან ციხეში გაშვება, ეს დრო საქართველოში დასრულდა. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ეს ინსტიტუტები უნდა იყოს დამოუკიდებელი.

ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ძალაში დარჩა, რა თქმა უნდა, აზიანებს ხელისუფლებას, მითუმეტეს, როცა საარჩევნოა წელია. იქნება არჩევნები, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული. ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პროცესები ახლა არ ყოფილიყო. თუმცა, არც სახელმწიფოს, არც პრემიერ-მინისტრს, არც ერთ მინისტრს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია სასამართლოზე. სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს", - განაცხადა კახა კალაძემ.



სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner