logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიების გაერთიანება პოლიტიკური თაღლითობაა!
- +

10 ივნისი. 2016. 15:23



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის  პარტიის საარჩევნო კამპანიასთან  დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის განცხადებით, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"  არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს. ლორთქიფანიძემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური თაღლითობაა ნეოლიბერალური და კონსერვატიული იდეოლოგიის პარტიების გაერთიანება.

 

„ვაპირებთ, არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, პარტია გახდეს საინტერესო ადამიანების მიზიდულობის ცენტრი, ვიდრე ეკლექტური გაერთიანება იმ პარტიებისა, რომელთა შორის არის იდეოლოგიური განსხვავება. არ შეიძლება, ნეოლიბერალური და კონსერვატიული ღირებულების პოლიტიკური პარტიები ერთ კოალიციაში არსებობდნენ. ეს თაღლითობაა პოლიტიკურ დონეზე და ასეთი ხელოვნური გაერთიანება მალე აშკარავდება",- განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner