logo_geo
eng_logo
ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
- +

10 ივნისი. 2016. 15:25


 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმს ასევე, ხელს აწერენ ენერგეტიკული კომპანიები: სს  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"  კომპანია შპს „ენერგოტრანსი", სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯია".



მემორანდუმის გაფორმების მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე უმსხვილეს კომპანიებს, ენერგეტიკის სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების თანამშრომლობას და ჩართვას ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მუშაობაში.



ღონისძიების ფარგლებში, ენერგეტიკის მინისტრი შეხვდა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში. ასევე, დაათვალიერა დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმი, სადაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირების და მომავალში დასაქმების შეთავაზების მიზნით საქართველოში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიები შეიკრიბნენ.



ჩვენი დარგი - ენერგეტიკა განვითარების  და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აქტიურ ფაზაშია. ჩვენ გვყავს მაღალპროფესიული კადრებიგვაქვს შესანიშნავი ტრადიციები და ეს ყველაფერი ახალმა თაობამ უნდა გამოიყენოს ბაზისად, საძირკვლად, რაზეც თავისი ცოდნით  ააშენებს საქართველოს ენერგეტიკის მომავალს. ბევრი პროფესიული მიმარულებაა ენერგეტიკაში, რომელიც მუდმივ განახლებას საჭიროებს. ბევრი სიმაღლეა ენერგეტიკაში, რომელიც ახალი თაობის ენერგეტიკოსების დასაპყრობია და ჩვენ ყველანი, ჩვენი მეგობრები, პარტნიორები, ამაში ხელს შევუწყობთ სტუდენტებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner