ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ადასტურებს, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნა შეასრულა და ახლა ის მოვლენათა განვითარებას ელის.
„ვიდრე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი არ გაირკვევა, მანამდე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ბოლო დღეებში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა ლიდერთან და ევროპული ინსტიტუტის წარმომადგენელთან, მეც ველი, როგორ განვითარდება მოვლენები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და ეს არის ფაქტი. ევროკომისიამ დეკემბერში ანგარიში მოამზადა, სადაც ამაზეა ლაპარაკი. საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო და პარლამენტი იღებს. ეს არის საკანონმდებლო პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ამ პროცედურას კი შესაძლოა დრო დასჭირდეს, ვადას ვერ დაგისახელებთ",- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.