logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესი არ შენდება
- +

10 ივნისი. 2016. 16:21



თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში კერძო ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ, ჰიდროელექტროსადგურს აშენებს.



ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესი არ შენდება. კითხვა დასვით სწორად. ჯერჯერობით არსად არ შენდება ჰესი, უბრალოდ საუბარია, რომ ბოტანიკური ბაღიდან საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე აშენდეს მცირე ჰესი, რაზეც განზრახულობის მემორანდუმი არსებობს. კონკრეტული პროექტი ან რენდერი არ შემოსულა. შემოსულია მხოლოდ წერილი, რომელიც დახარვეზდა და გადაეგზავნათ უკან", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner