logo_geo
eng_logo
შვეიცარიაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური გააჩერეს
- +

21 დეკემბერი. 2019. 01:13

 

 

20 დეკემბერს შვეიცარიაში 5 ატომური ელექტროსადგურიდან (აეს) ყველაზე მძლავრის მუშაობა შეაჩერეს. Deutsche Welle-ს ცნობით, აეს-ის გაჩერების საზეიმო ცერემონია პირდაპირი ეთერით, ტელევიზიით გადაიცემოდა. ქვეყანა ატომურ ენერგიაზე, ფუკუსიმაზე მომხდარი ავარიის შემდეგ უარს ამბობს.

 

ატომური ელექტროსადგურის დემონტაჟი მიულბერგში 2020 წლის 6 იანვარს დაიწყება და 2034 წელს დასრულდება.

 

ატომური ელექტროსადგური 47 წლის წინ ამუშავდა. დანადგარს რემონტი რამდენჯერმე ჩაუტარდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner