logo_geo
eng_logo
ფრანგი ქირურგი 349 ბავშვზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი
- +

21 დეკემბერი. 2019. 01:42

 

 

ექიმი-ქირურგი ჟოელ ლე სკუარნეკი 349 ბავშვზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი, ამის შესახებ ფრანგული გამოცემა France Info  პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

 

მანამდე ექიმის 250 პოტენციური მსხვერპლის შესახებ იყო ცნობილი. პროკურატურის განცხადებით, ექიმი ბავშვებზე მთელი კარიერის (30 წელი) განმავლობაში ძალადობდა.

 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩვენება უკვე 229 ადამიანმა მისცა, ხოლო 197-მა სარჩელი შეიტანა.

 

ფრანგი ქირურგის ჟოელ ლე სკუარნეკის წინააღმდეგ გამოძიება 2017 წელს დაიწყო. ის სამართალდამცველებმა მაშინვე დააკავეს. 2020 წლის მარტში ექიმის სასამართლო პროცესები დაიწყება. პირველ ეტაპზე საქმე ოთხ არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ეხება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner