logo_geo
eng_logo
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს, შესაძლოა, უვადო პატიმრობა შეეფარდოს
- +

21 დეკემბერი. 2019. 14:55

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებს. იგი ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

 

პროკურორი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და ფიქრობს, რომ იგი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სახაზინო ადვოკატი, რომელიც ბრალდებულს იცავს, პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს. პროცესს არ ესწრებიან პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ოჯახის წევრები. ადვოკატის თქმით,  ბრალდებულზე ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა. მისივე განმარტებით, ბრალდებულის მიმართ წაყენებული ბრალი მძიმეა და საქმე არ შეესაბამება უვადო პატიმრობას.

 

პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წინასწარი მოთავსების იზოლატორში წარედგინა, მან დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner