logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: 22 დეკემბერი - სისხლიანი პუტჩისა და ყაჩაღ-ბანკირ ხაზარაძის პუტჩისტური პარტიის „დღესასწაულია!“
- +

21 დეკემბერი. 2019. 19:23

 

„კრეტინი უნდა იყო, რომ ასე შემთხვევით დაამთხვიო პუტჩის დაწყების დღე და საკუთარი პარტიის დაფუძნების თარიღი!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი გიგაური გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„ხაზარაძემ პარტიის დაფუძნების სადღესასწაულო თარიღად 22 დეკემბერი გამოაცხადა -1991 წლის სისხლიანი, საქართველოს დამაქცევარი პუტჩის დაწყების თარიღი!

 

დიახ, ამიერიდან 22 დეკემბერი - სისხლიანი პუტჩისა და ყაჩაღ-ბანკირ ხაზარძის პუტჩისტური პარტიის დაფუძნების „დღესასწაულია“!

 

შეიძლება, ვინმემ თქვას, ეს უბრალოდ დამთხვევააო, მაგრამ, ბოდიში და, კრეტინი უნდა იყო, რომ ასე „შემთხვევით დაამთხვიო“ პუტჩისა დაწყების დღე და საკუთარი პარტიის დაფუძნების თარიღი! ხაზარაძე კი კრეტინი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, მისთვის 22 დეკემბერი - პუტჩის დაწყების დღე და 6 იანვარი - ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან განდევნის დღე - დღესასწაულებია!

 

დიახ, რომ არა 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული ის ავბედითი პუტჩი, ხაზარაძე ერთ ჩვეულებრივ ნაკომკავშირალ არამზადად დარჩებოდა, რომელიც, როგორც „ასავალ-დასავალში“ დაბეჭდილი არაერთი თვითმხილველის ინტერვიუებიდანაც ჩანს, პირადად არბევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქციებს!“ - წერს გიორგი გიგაური.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner