ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ტატო ღარიბაშვილის გარდა, კიდევ ერთ პირს, გიორგი სოლოღაშვილს წარუდგინეს. ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ამ საქმეზე დაკავებულია სოლოღაშვილის ძმაც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ადვოკატის ინფორმაციით, ძმები და ცოტნე გამსახურდია, გალის ქუჩაზე დაჭრის ფაქტამდე, ბრალის დადგენილების მიხედვით, ერთ სუფრაზე იმყოფებოდნენ.
დაკავებული ხუთი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე, საიდანაც ორ პირს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო სამ მათგან დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი გუშინ დააკავა.