logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს
- +

22 დეკემბერი. 2019. 11:30

 

 

 

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის, გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს.

 

როგორც ირაკლი ჩომახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საქმის მასალებს ამ დრომდე ეცნობა და ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა შუამდგომლობას დააყენებენ დღევანდელ სხდომაზე, სადაც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

 

„საქმის მასალები გვიან გადმოგვეცა და შესაბამისად, ბოლომდე ჯერ ვერ გავეცანი. ამ წუთებშიც კიდე ვეცნობი საქმის მასალებს, რადგან საკმაოდ მოცულობითია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, რა იქნება ჩვენი პოზიცია, ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე საათში და სრულად ჩამოვყალიბდეთ პოზიციაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის ფორმულირებას ეთანხმება და ბრალს სრულად აღიარებს“, - აცხადებს ადვოკატი.

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner