logo_geo
eng_logo
კახა კუკავა: მოხარული ვიქნები, თუ საარჩევნო ბლოკი გაფართოვდება
- +

10 ივნისი. 2016. 16:37



 „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების „პატრიოტთა ალიანსის" გარშემო გაერთიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა. კუკავას განცხადებით, გაერთიანების მთავარი პრიორიტეტი არის არჩევნებში დარღვევების წინააღმდეგ მონიტორინგი და საქართველოშო ორპარტიული სისტემის აღმოფხვრა. კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანება პრინციპულად მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ მათ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც შეუერთდებიან.

 

 

„ჩვენმა საარჩევნო ბლოკმა დაიწყო საარცევნო კამპანია. ერთ-ერთი  პრიორიტეტი იქნება არჩევნების დარღვევების ეფექტური პრევენცია, მონიტორინგი. მოვუწოდებ საზოგადოებას, მოგვაწოდოს დარღვევებზე ინფორმაცია. ჩვენი ამოცანაა,  საქართველოში ორპარტიული სისტემა დავარღვიოთ. დღეს არ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელსაც შეუძლია 51% აიღოს არჩევნებზე, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიანობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მოხარული ვიქნები, თუ ეს ბლოკი გაფართოვდება",- განაცხადა კუკავამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner