„ახალი პარტიების შექმნას ქვეყანაში, ახალი სახეების წარმოჩენას, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად მივესალმები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოძრაობა „ლელოს“ პარტიად ჩამოყალიბების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
„ზოგადად, ახალი პარტიების შექმნას მივესალმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, მივესალმები ახალ სახეებს და არა ერთი და იგივე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და სიბოროტის, ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, თუნდაც ინდივიდუალურად ან თუნდაც კონკრეტული პარტიების სახით. შესაბამისად, ახალი პარტიების შექმნას ქვეყანაში და ახალი სახეების წარმოჩენას, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად მივესალმები“, - განაცხადა კალაძემ.