logo_geo
eng_logo
ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს
- +

23 დეკემბერი. 2019. 11:50

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, თანხა მოსთხოვა და  გამოართვა.

 

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner