logo_geo
eng_logo
ლევან ოსიძე: ფრთხილად, საშიშროება კარიბჭესთანაა!
- +

23 დეკემბერი. 2019. 12:50

 

მიმდინარე მშფოთვარე მოვლენების ფონზე, ეცნობი რა სხვადასხვა ადამიანის ნააზრევს, უნებურად გიჩნდება ფიქრი, რა გვჭირს, საით მივექანებით და სად გადის ზღვარი, რომლის იქეთ თითქმის არაფერი რჩება!... თუკი მსგავსი ტემპებით გავაგრძელებთ ერის გენოფონდის გაჟლეტას, სხვა სახელს ვერ უწოდებ, ნამდვილად ახდება ავისმოსურნე მტრის ზრახვები, კეთილისმყოფელის მანტიამოსხმული რომ დაგვჩხავის თავზე და 30 წლის მერე მომაკვდავ ერთა სიაში წინასწარ გაგვიმწესა ადგილი... ალბათ, ამის გამო მოვექეცი რომაელთა ფრთიანი გამონათქვამის, „ფრთხილად, ჰანიბალი კარიბჭესთანაა“, პერსერვირების ქვეშ, გახსოვთ, ალბათ, ისინი ასე აფრთხილებდნენ თავიანთ თანამოქალაქეებს მოსალოდნელი უბედურების შესახებ, რაც დაემართებოდათ, თუ შეტევაზე გადასული ჰანიბალის ხელში აღმოჩნდებოდნენ. ჰანიბალი იქეთ იყოს და ჩვენს ქვეყანას მივხედოთ, თუკი ასეთი ცნება ჯერ კიდევ შეესაბამება ქართულ რეალობას...

 

პერსერვერაცია ვახსენე და ფსიქოლოგთა ნაშრომებს გადავხედე, წლების წინ ნასწავლის დასაზუსტებლად და ვერაფერს მივაგენი სახარბიელოს. იგი არსებობს როგორც, ვერბალური, ასევე ფიზიკური და მიბაძვა-განმეორებადობით ხასიათდება. ყველაფერი ხდება უნებურად, ძალისხმევის გარეშე, აფექტის მდგომარეობაში... ამის ფონზე მახსენდება გასული საუკუნის 50-იან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბები, რომელიც  კინო-ფილმ „ტარზანის“ გამოსვლას მოჰყვა. ამ სახელწოდებით არა ერთი ფილმი გადაუღიათ, მაგ., ახლაგაზრდა ჯონ კლეიტონს წლების შემდეგ ბიძა იპოვის და ნიუ-იორკში დააბრუნებს, სადაც მას თავგადასავლების მთელი კასკადი ელოდება... სხვა სცენარში ინტერპრერირებულია ტარზანის ლონდონში დაბრუნება, მერე ისევ ჯუნგლებში და ა.შ., სცენარებს თავი დავანებოთ და ისევ საბჭოთა სინამდვილეს მივხედოთ... კურიოზი იმაში მდგომარეობდა, რომ გადაიჭედა საავადმყოფოების ტრამვატოლოგიური განყოფილებები დასახიჩრებული პაციენტებით... ყველა ბაძავდა ბუნებაში ლაღად გაზრდილ ყმაწვილს, ხტებოდნენ სახლიდან სახლზე თუ სახურავებიდან, ხეებიდან და ა.შ., რასაც შედეგად მოჰყვებოდა ტრავმები... საქმე იქამდე მივიდა, რომ იძულებულნი გახდნენ აეკრძალათ ფილმის ჩვენება.

 

მწერალი შოთა იათაშვილი წერს „ვერთერის ეფექტის“ შესახებ, რომელიც გამოიწვია გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანის“ გამოსვლამ. ეს წიგნი მაშინ გერმანიაში აიკრძალა, რადგან ბევრმა სიყვარულში გაწბილებულმა ახალგაზრდამ მთავარ გმირს მიბაძა და თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

 

დროზე გაჩერდით, განგაშს ტეხს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი...

 

მსგავსი პერფომანსებით მოზარდებში სუიციდს ვახალისებთ, თავის დასკვნებს გვთავაზობს ფსიქოლოგი, გეშტალთერაპევტი დალი ლაშხიძე...

 

„...ყველგან გამოგყვები, საჩხუბრადაც, სალაპარაკოდაც, ვისთანაც გინდა მიგეგზავნები, ოღონდაც თავის მოკვლაზე არ იფიქრო! ნუ გერიდება პრობლემაზე ვინმესთან საუბარი... ჩემი არ მოგერიდოს, მე მომწერე, ჩემთან მოდი, მე დაგიდგები გვერდით, მე დაგეხმარები...“ გულშემატკივრული სულისკვეთებითაა გამსჭვალული ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის მიმართვა თინეიჯერებისადმი და ამ ჭკუაზე ვართ ამ ბოლო დროს მოზარდების სუიციდის მომრავლებით გულდათუთქული ქართველები, მაგრამ მოდით და გადავხედოთ ჩვენი ე.წ. ვაი-ოპოზიციის სპეკულირებას ამ თემით და მოზარდების თვითმკვლელობების გახშირებას რისთვის იყენებენ ისინი?!... მაგალითისათვის მოვიტან დღეს დასაფლავებული ლუკა სირაძის ავადმოსაგონარ სიტყვებს, რომელიც მან სუიციდის წინ დაწერა: „ამ ცხოვრების დედაც!“ და იგი ასე „წარმატებით“ სპეკულანტურად აიტაცა ოპოზიციამ და მოუწოდა ბავშვებს საკუთარ კედლებზე გამოეფინათ, ასევე აჭრელდა საქართველოში არსებული სკოლის შენობები, ეზოები, ქუჩები და ყოველივე ამან მასიური ფსიქოზის სახე მიიღო და ყველაზე დიდი უბედურება ისა, რომ სურთ მასობრივი კამპანიის აგორება და ხელისუფლების საწინააღმდეგო მარათონში ჩაბმა... სხვაზე არაფერს ვიტყვი და საილუსტრაციოდ მოვიტან დავით ბაქრაძის ნაბოდვარს: „ამ ცხოვრების დედაც!“ უნდა იყოს სისტემასთან და უსამართლობასთან ბრძოლის მოტივაცია!!!“... ამ გაუნათლებლობის და სიმხდალის ეტალონს მინდა შევახსენო, რომ ყველაფერი ამ უბედურების სათავე სწორედ იმ დროიდან მოდის, როდესაც შენ ბრძანდებოდი პარლამენტის თავმჯდომარე და თქვენი ნაცბანდა ძარცვავდა ქვეყანას და უსპობდა განათლების სისტემას უვიცი განათლების მინისტრებად მომუშავე კრეტინები: კანალიზატორები, პოლიციელები, ძალადპროკურორები, მანდატურები, ტაკიმასხარები და დაუნდობელი ენაბლუ დინოზავრები, რომელთაც მოსპეს და მოაპარტახეს ეს სისტემა და დათესეს საზოგადოებაში უიმედობა, ხოლო ნარკომანიისადმი ლტოლვა წაახალისეს და ახლა ასეთი მოწოდება და ტელევიზიით მუდმივად მხოლოდ ნეგატივის ტირაჟირება და ამ სიტყვების მუდმივმა ტრიალმა ლამისაა მასობრივი ხასიათი მიიღო... მე მას „ლუკა სირაძის სინდრომს“ დავარქმევდი, რადგანაც გუშინწინ სამეგრელოში გოგონამ ჩამოიხრჩო თავი, დღეს ეს წუთია შევიტყვე, რომ ახმეტის რაიონის სოფელ მატანში 17 წლის მე-12 კლასელმა ბიჭმა მოიკლა თავი... ამ დიდი სოციალური გაჭირვების ფონზე როგორი მოსასმენია მსგავსი რამეები: მოვუწოდებ განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრს - დროზე მოხედოს საქმეს, სკოლებში დააბრუნოს რელიგიის სწავლება, საფუძვლიანად გადაიხედოს სახელმძღვანელოები და სასწრაფო წესით დაემატოს პატრიოტული სულისკვეთების ნაწარმოებები, რომლებიც სიყვარულს ჩაუნერგავს მომავალ თაობას და არა ინდიფერენტიზმს და გაუტანლობას. ბევრი რამ გვაქვს საამაყო და ჩემს სამეგობროს და სრულიად საქართველოს მოვუწოდებ: თქვენი გვერდებიდან ჩამოხსენით და ნუ იმეორებთ შელოცვასავით, წყევლასავით ამ სიტყვებს და მის ნაცვლად დაწერეთ: ცხოვრება მშვენიერია, ნუ მოიკლავთ თავს!!!... ჩვენ თქვენთან ვართ!

 

 

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ოსიძე

         

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner