logo_geo
eng_logo
ბათუმის ახალ ბულვარში 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
- +

10 ივნისი. 2016. 17:24



აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალ ბულვარში არანაკლებ 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მისი თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მილიონად იქნა გატანილი და ვაჭრობის შედეგად დაახლოებით 100%-იანი ფასნამატით, 9.3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა" შეიძინა.



ჩვენი მთავრობის პირორბებში ახალ ბულვარში არაერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ამ ტერიტორიაზე ნამდვილი საინვესტიციო ბუმია. ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.



აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. „ორბის" პროექტის მიხედვით, ასევე საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის საცურაო აუზი, ასევე დახურული ტიპის აუზი, სარეკრეაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები და სხვა ობიექტები მოეწყობა.



პროექტი არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 4 წელში დასრულდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner