logo_geo
eng_logo
„არგენტინის სახლი საქართველოში“ ლერი ხაბელოვს მიმართავს
- +

10 ივნისი. 2016. 17:25



„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლერი ხაბელოვს განცხადებით მიმართა, მხარი დაუჭიროს და შუამდგომლობა გაუწიოს მთავრობასთან პელეს ვიზიტთან დაკავშირებით. პატარქალიშვილის განცხადებით, მის მიერ გაგზავნილი წერილები, სადაც  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟს ითხოვს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით,  რეაგირების გარეშეა დარჩენილი.



„საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საჯაროდ გაცხადებულია, რომ ა/წ ივლისში დაგეგმილია ფეხბურთის მეფედ წოდებული პელეს ვიზიტი, რომელიც საქართველოში ჩამოვა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრები გუნდები. ტურნირის დღეებში, პელეს ვიზიტისას, დაგეგმილია ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია - 1995 წელს ბრაზილია-სსრ კავშირის ნაკრებ გუნდებს შორის, ამხანაგური თამაშის შემდეგ გადაღებული ფოტოს მიხედვით, რომელზეც აღბეჭდილნი არიან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, მიხეილ მესხი და ანზორ კავაზაშვილი. აგრეთვე გაიმართება სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის" ქვეყნების ბიზნესფორუმი, კულტურული და სხვა მნიშვნელოვანიო ღონისძიებები...

„არგენტინის სახლი საქართველოში"-ს მიერ წერილები გაგზავნილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე, რომელსაც ვთხოვთ არნიშნული ღონისძიებების მისი პატრონაჟით განხორციელებას. აღნიშნული წერილები დღეის ჩათვლით გაჩერებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და რეაგირების გარეშეა...

გთხოვთ, ზემოაღნიშნული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაში გაგვიწიოთ შუამდგომლობა და მხარი დაგვიჭიროთ საქართველოს მთავრობასთან",- ნათქვამია პატარქალიშვილის განცხადებაში.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner