მოსამართლე ლევან გორგაძემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და ქიბარ ხალვაშს, კახა ბექაურს და ნინო ნიჟარაძეს სასამართლო დაჰკითხავს. ამის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი.
პროკურატურამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.