logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბერა ივანიშვილს მიმართავს
- +

23 დეკემბერი. 2019. 16:54

 

კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში“ მიმართვა ქართველ მუსიკოსს, მომღერალსა და კომპოზიტორს ბატონ ბერა ივანიშვილს:

 

„ბატონო ბერა, პირველ რიგში გილოცავთ დაბადების დღეს!  აგრეთვე,  პატარა ბერიკას დაბადებას! გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს შემოქმედებით მოღვაწეობაში წარმატებებს  და ყოველივე კარგს.

 

ვსარგებლობთ შემთხვევით და გაცნობებთ, რომ თქვენი ვიდეომიმართვიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ბრაზილიის ამაზონის ტროპიკული ჯუნგლების გადარჩენასთან დაკავშირებით  თქვენს მიერ გაწეულ დახმარებას, საკითხით დაინტერესდა ბრაზილიის „მუნდო პასაპორტეს“ გენერალური დირექტორი,  ბატონი მარკოს დავი სილვა მაჩადო დე კარვალიო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბატონმა მარკოს დავი სილვა მაჩადო დე კარვალიომ, წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას.

 

 წერილშია აღნიშნულია, „არგენტინის სახლი საქართველოში“ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის მიხედვით, ბრაზილიის ტელევიზიის მიერ,  ერთ საათიანი სარეკლამო ფილმის გადაღების შესახებ საქართველოში მომავალი წლის იანვრიდან, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა  ქართველი მომღერლის, მუსიკოსისა და კომპოზიტორის ბატონი ბერა ივანიშვილის  გადაღებას.  

 

აგრეთვე, გაცნობებთ, რომ ამა წლის 24 დეკემბერს, 12 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის  ეროვნული ბიბლიოთეკის  საგამოფენო დარბაზში დაგეგმილია „არგენტინის სახლი საქართველოში“ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება,  რომელზეც  მოხდება დაკავშირება, -  ბრაზილიის ტელევიზიის „მუნდო პასაპორტეს“ გენერალურ დირექტორთან  ბატონ მარკოს დავი სილვა მაჩადო დე კარვალიოსთან.

 

გთხოვთ, გვეწვიოთ ან გამოგზავნოთ თქვენი წარმომადგენელი“, - ნათქვამია მიმართვაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner