logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: „საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა
- +

23 დეკემბერი. 2019. 18:14

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც 2011 წლიდან არსებობს, საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა.

 

თუმცა, მისივე თქმით, შეცვლილი ეკონომიკისა და პრიორიტეტების პირობებში, „საპარტნიორო ფონდიც“, როგორც ინსტიტუცია, შემდგომ განვითარებას საჭიროებს.

 

„ორ მილიარდზე მეტი ღირებულების პროექტები შეკრა პრაქტიკულად თავისი მონაწილეობით, დახმარებით და ინვესტორებთან მუშაობით. ერთ დოლარზე, რომელიც სახელმწიფომ ჩადო, დაახლოებით შვიდი დოლარი ინვესტიცია იქნა მოზიდული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შედეგი. მაგრამ იცვლება ეკონომიკა, იცვლება ჩვენი პრიორიტეტები, იცვლება სტრატეგია და რა თქმა უნდა, „საპარტნიორო ფონდიც“, როგორც ინსტიტუცია, შემდგომ განვითარებას საჭიროებს. ჩვენ „საპარტნიორო ფონდის“ პროფესიონალურ გუნდთან ვთანამშრომლობთ ფონდის ახალ მანდატზე,  ახალ, უფრო ეფექტურ ფორმაზე და გაზაფხულამდე უნდა გვქონდეს ეს სტრატეგია მზად“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner