პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 15 ივნისს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 15-16 ივნისს გაიმართება.
გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორისაა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.