logo_geo
eng_logo
წადი, თვალთხარია გახარია ჩაწერე: “ნაცმოძრაობის” აქტივისტმა შშმ პირზე დამამცირებელი პოსტი გამოაქვეყნა
- +

23 დეკემბერი. 2019. 20:53

 

სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, ეტლით მოსარგებლე პარლამენტარ რატი იონათამიშვილის მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ სიტყვებს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობის” აქტივისტის ფარნაოზ ჭკადუას მიერ შექმნილ “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” -ზე გამოქვეყნდა.

 

“ფეისბუქ” პოსტი შეიცავს არაეთიკურ გამონათქვამს, რომელსაც თან ერთვის რატი ონათამიშვილის ფოტოც.

 

 

ის რომ აღნიშნული გვერდი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და მიხეილ სააკაშვილთან საკმაოდ დაახლოებული პირის ფარნაოზ ჭკადუას მიერ არის შექმნილი, ამას თავად სააკაშვილი ადასტურებს.

 

2018 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ვკითხულობთ:

 

“25-ში დანიშნულია მისჯა ფარნაოზ ჭკადუასი. ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც არ იცით ბევრმა, არის “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს” შემქმნელი, ეს არის ის სააგენტო, სადაც სრულიად უფულოდ მუშაობენ ჩვენი ხალხი და მრავალმილიონიანი ივანიშვილის რუსული ფეესბეს ფეისბუქოპერაციებს უწევენ წინააღმდეგობას.

 

ფარნაოზ ჭკადუა არის ერთ-ერთი წესიერი ადამიანი, ვისაც მე ვიცნობ. 25-ში ფარნაოზ ჭკადუას უშვებენ ციხეში იმ ფაქტის გამო, რაც 4 თუ 5 წლის წინ მოხდა

ამავე დრო, ივანიშვილს უნდა, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერები გამოიყვანონ მარგინალი გიჟების ჯგუფად ”,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

“აიპრესი” “მესენჯერით” ფარნაოზ ჭკადუას დაუკავშირდა და კომენტარის ჩაწერა თხოვა. ჭკადუა დაიტერესდა, რა თემაზე გვსურდა ჩაწერა.

 

“აიპრესი” – “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” -ზე, რომელიც თქვენი შექმნილია, გამოქვეყნდა შშმ პირის, ეტლით მოსარგებლე პარლამენტარის, რატი იონათამიშვილის მიმართ გამოხატული დისკრიმინაციული სიტყვები.  თუ არ შეწუხდებით, ამაზე მინდა თქვენი კომენტარი.

 

ფარნაოზ ჭკადუასგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ: წადი და თვალთხარია გახარიასთან ჩაწერე ინტერვიუ და შენს დამფინანსებელ ივანაშვილთან”.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner