25 დეკემბერს, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო) გამართავს 2019 წლის სეზონის ბოლო კონცერტს!
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ახალ წელთან და შობასთან ასოცირებული საოპერო და საორკესტრო კომპოზიციები აჟღერდება.
ამჯერად ორკესტრს უდირიჟორებს იაპონიაში მოღვაწე ქართველი მაესტრო გიორგი ბაბუაძე. პროგრამაშია არიები და ცეკვები ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან. მათ შორის არიან: ბ.ბრიტენი, ჟ.ბიზე, ლ.დელიბე, ჟ.მასნე, მ.მდინარაძე, ჟ.ოფენბახი, ჯ. პუჩინი, ჯ.უილიამსი, ი.შტრაუსი , პ.ჩაიკოვსკი.
სოლისტები:
ნინო გოთოშია - სოპრანო
მარიამ ნაჭყებია - სოპრანო
ირინე ალექსიძე - მეცო-სოპრანო
ნანა ძიძიგური - მეცო-სოპრანო
გოჩა აბულაძე - ბარიტონი
მიშა მდინარაძე - მელოდიკა