logo_geo
eng_logo
აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სასამართლო რეფორმის IV ტალღით მიღწეულ პროგრესს
- +

24 დეკემბერი. 2019. 01:57

 

ამერიკის შეერთებული შტატები მაღალ შეფასებას აძლევს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის დიალოგს საარჩევნო რეფორმაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.

 

შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა უზრუნველყოს, მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner