logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც სასამართლოში გვაქვს და მხარდაჭერა მე-4 ტალღად წოდებული სასამართლო რეფორმის მიმართ
- +

24 დეკემბერი. 2019. 13:07

 

„ჩვენ მივესალმებით იმ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ განაცხადა.

 

„ცალსახად ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ სასამართლოში გვაქვს და მხარდაჭერა მე-4 ტალღად წოდებული სასამართლო რეფორმის მიმართ. იმავე ტონით და ანალოგიური ხაზგასმით განცხადება შაბათს  გააკეთა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. არის სხვა საკითხები, რაც ხაზგასმულია. პირველ რიგში ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ყველას, შევინარჩუნოთ დიალოგის ფორმატი და მაგიდასთან საუბრით გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას. ზოგადად ის მოწოდება, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული, კიდევ უფრო თავისუფალი, ინსტიტუციონალურად უფრო გაძლიერებული, არის ის საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. 2020-ში და მომდევნო წლებშიც შევეცდებით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ,  უფრო დავხვეწოთ ეს საკითხები.

 

ოფიციალური ვერსია არა მხოლოდ ინგლისურად, არამედ ქართულადაც გამოქვეყნდა. ყველას შეუძლია წაიკითხოს და ნახოს, შეაფასოს - სილის გაწვნაა თუ პირიქით, შექება. აშკარად შექება და მხარდაჭერაა. როდესაც ასეთი მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, ყოველთვის იქნებიან „ფეიკ-ნიუსის“ გამავრცელებელი სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც ამ მიღწევის და მხარდაჭერის უგულებელყოფას ან დაკნინებას შეეცდებიან“, - აღნიშნა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner