23 დეკემბერს, საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე აღინიშნება.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯიამ მიულოცა.
„გილოცავთ მედიცინის მუშაკთა დღეს! თქვენ, მეტად საპასუხისმგებლო პროფესიის ადამიანები ბრძანდებით. თქვენი შრომა განსაკუთრებული და ფასდაუდებელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნა მერმა.
მედიცინის მუშაკთა დღისადმი მიძღვნილ საღამოზე საზოგადოების წინაშე ძველი და ახალი სიმღერებით დავით არჩვაძე წარსდგა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.