საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა. მე ვერ ვხედავ მწარე განცხადებებისა და შეფასებების აუცილებლობას. თუკი კანდიდატების მხრიდან მოუმზადებელი განცხადებები კეთდება, მაშინ პარლამენტს სწორი გადაწყვეტილება მიუღია. მონაცემები მოითხოვს, რომ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს სასამართლოში მუშაობის პრაქტიკა. ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის გამოცდაც ან რაღაც წარსულის საკითხები უნდა იყოს ისეთი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება პარლამენტართა ჯგუფს ჰქონდეს თავისი უარყოფითი მოსაზრება ან გასაუბრების დროს შეიძლება მოსამართლე უშვებდეს რაღაც გარკვეულ შეცდომებს, რომელიც გავლენას ახდეს პარლამენტარის გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.