logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვერ ვხედავ მწარე განცხადებებისა და შეფასებების აუცილებლობას
- +

10 ივნისი. 2016. 18:23



საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.



თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა. მე ვერ ვხედავ მწარე განცხადებებისა და შეფასებების აუცილებლობას. თუკი კანიდატების მხრიდან მოუმზადებელი განცხადებები კეთდება, მაშინ პარლამენტს სწორი გადაწყვეტილება მიუღია. მონაცმები მოითხოვს, რომ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს სასამართლოში მუშაობის პრაქტიკა. ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსმართლის გამოცდაც ან რაღაც წარსულის საკითხები უნდა იყოს ისეთი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება პარლამენტართა ჯგუფს ჰქონდეს თავისი უარყოფითი მოსაზრება ან გასაუბრების დროს შეიძლება მოსმართლე უშვებდეს რაღაც გარკვეულ შეცდომებს, რომელიც გავლენას ახდეს პარლამენტარის გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner